კოდი გარბრენდტი დაბრუნდა! აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ზედიზედ სამი წაგებული ბრძოლის შემდეგ, კოდი ბრაზილიელ რაფაელ ასუნსაოს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე ნოკაუტით დაამარცხა.
საინტერესოა, რომ მეორე რაუნდის დასრულებამდე სულ 1 წამი იყო დარჩენული. მსაჯებმა ნოკაუტი 4:59 წუთზე დააფიქსირეს.
„ძალიან გახარებული ვარ. 2016 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოვიპოვე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მოგზაურობაა. მე ჩემპიონი ვიყავი და ყველაფრის ახლიდან დაწყება მომიწია. შემიძლია გითხრათ, რომ ფსიქოლოგიურად ყველაფერი რიგზე მაქვს და ერთადერთი მიზანი, ამჟამად მხოლოდ ქამრის დაბრუნებაა“, – განაცხადა გარბრენტმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.