კობა ნაყოფია - ვფიქრობ, შემოვიტან ახალ ტალღას და ახალ სულს შევბერავ ჩვენი პარტიის საქმიანობას
კობა ნაყოფია - ვფიქრობ, შემოვიტან ახალ ტალღას და ახალ სულს შევბერავ ჩვენი პარტიის საქმიანობას

მეამაყება, რომ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ღირებულებითი თანხვედრაა ჩემს თანამბებრძოლებთან, – ეს განცხადება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ პარტიის რიგით მერვე ყრილობისას განაცხადა.

კობა ნაყოფია ამ პოსტზე სწორედ დღევანდელ ყრილობაზე აირჩიეს. პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პარტიულ საქმიანობაში გააქტიურებას რამდენიმე მიზეზით ხსნის.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გააქტიურებას, მარტივად გიპასუხებთ, რომ კარგი გამოცდილება მაქვს მენეჯმენტის. ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება ახალი ძალა, ბევრი ახალი ადამიანი, ბევრი ახალი და საზოგადოებისთვის საინტერესო პროექტი. ვფიქრობ, შემოვიტან ახალ ტალღას, ასე ვთქვათ, ახალ სულს შევბერავ ჩვენი პარტიის საქმიანობას“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.