კობა გვენეტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია მოვთოკოთ, რეფინანსირების განაკვეთის შერბილების საშუალება თუ იქნება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება ან შერბილება დამოკიდებული იქნება პროგნოზზე, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე გახდება ცნობილი.
როგორც გვენეტაძე აცხადებს, რეფინანსირების განაკვეთის შერბილების საშუალება თუ იქნება, ეს აუცილებლად განხორციელდება.
„სამწუხაროდ, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა, ჯერ კიდევ რუსეთიდან ფრენების შეწყვეტის გამო 2019 წელს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო გაგრძელდა მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია მოვთოკოთ. როგორც კი დავინახავთ, რომ საშუალება არის შერბილების, რა თქმა უნდა ამას გავაკეთებთ, მაგრამ ამას დაგვანახებს ის განვითარებები, რაც იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.