კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ საქართველოში ძუძუს კიბოს სტატისტიკასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა
კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ საქართველოში ძუძუს კიბოს სტატისტიკასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა.

კოალიციის წევრებმა განაცხადეს, რომ სტატისტიკის მიხედვით, ძუძუს კიბო საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაჯამეს ამ კუთხით არსებული პრობლემები და გადადგმული ნაბიჯები.

შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ პაციენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს მიზნობრივი პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობა.

„დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ივლისში გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც ცხრა პრობლემა გამოიკვეთა. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ თარგეთული პრეპარატები მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ჯანდაცვის სტრუქტურიდან არ ფინანსდება რეგიონებში. სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივიღეთ წერილი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს რეგიონებში მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანსებაზე მუშაობას“, – განაცხადა ანა მაზანაშვილმა.