ფოლკლორის ცენტრში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებს"  8 მარტი მიულოცეს
ფოლკლორის ცენტრში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებს" 8 მარტი მიულოცეს

ფოლკლორის ცენტრში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებს” ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.  ღონისძიებას ის ქალები ესწრებოდნენ, რომელთაც ძუძუს კიბო დაამარცხეს.

მათ მხარდამჭერ ღონისძიებაზე ფოლკლორულმა ანსამბლებმა იმღერეს.

მოეწყო ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ქალთა კლუბის 2019 წლის კალენდრის გამოფენა. სტუმრებმა საკუთარი გამარჯვების ისტორია დღეს დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.