კითხვები, რომლებსაც დათა ახალაიამ დღევანდელ დაკითხვაზე პასუხი არ გასცა
კითხვები, რომლებსაც დათა ახალაიამ დღევანდელ დაკითხვაზე პასუხი არ გასცა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით იკითხება, რამდენიმე კითხვას არ უპასუხა.

კითხვები, რომლებიც ახალაიამ უპასუხოდ დატოვა:

როდესაც გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებს დუმილის სანაცვლოდ გადაეცით თანხა 100-100 დოლარი, ეს თქვენი პული იყო თუ ვანო მერაბიშვილის?

ბიბილურიძე, აფციაური, ღაჭავა და ალანია იმყოფებოდნენ თუ არა თქვენთან ერთად 2008 წლის ომში რუსეთის წინააღმდეგ?

დავით ჩხიტუნიძეს თქვენ დაავალეთ ამ პირების ციხიდან გამოყვანა თუ დეპარტამენტის უფროსმა?

ალკოჰოლური სასმელი მიიღეთ თუ არა თქვენ და მერაბიშვილმა დაკავებულებთან ერთად იზოლატორში?

მეგის ქარდავასთან უშუალო ნაცნობობა გააქვთ?

მეგის ქარდავა თქვენს ძმასთან მუშაობდა 2006-2008 წლებში ?

თქვენ სტუმრად ნამყოფი ხართ ქარდავას დაქვემდებარბაში მყოფ შვიდ დაწესბეულებაში დაკავებულებთან?

იმ კომფორტის შესახებ არ გქონდათ ინფორმაცია, როგორც იხდიდნენ სასჯელს ბიბილურიძე და სხვები. არ იცოდით, ან ვინ იხდიდა ფულს მათი კომფრტისათვის?

მელნიკოვი იყო ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე, მაგრამ ის ასრულებდა ხანდახან თქვენი მძღოლის ფუნქციებს, ასევე გიორგი მაზმიშვილი, ვინ იჯდა საჭესთან როდესაც „შარდენ“ ბარში გადაადგილდებოდით?

თქვენი დავალებით ერიცხებოდა პლასტიკურ ბარათზე ფული მელნიკოვს?

თქვენ აიღეთ 2006 წლის პირველ ნაწილში პრემია-დანამატი?

თქვენ გერონტი ალანაის ციხეში წასვლის წინააღმდეგი იყავით ?

ალანიას მაგივრად იოსებ ხასაია რომ უნდა წასულიყო ციხეში, თქვენი იდეა არ ყოფილა?

მას შემდეგ,  რაც გაიგეთ რა მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით, საქმის კურსში რამდენ ხანში ჩააყენეთ შს მინისტრი?

თქვენ, თქვენს თანამშრომლებთან ერთად ოქროყანის ტერიტორიაზე ან მიმდებარედ სანდრო გირგვლიანისთვის ან სხვა პირისთვის ხომ არ მიგიყენებიათ ფიზიკური შეურაცხყოფა?

რამდენად ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც თქვენ, თაკო სალაყაია და სანოძე იყავით ერთად, “შარდენ” ბარში მაგალითად?

2006 წლის 28 იანვარს თქვენ და თაკო სალაყაიას შორის არის 67  ზარი და შეტყობინება განხორციელებული. ასევე, არის გამთენიამდე ზარი შესული და შეტყობინება. რაზე საუბრობდით სანდრო გირგვლიანის გატაცების ღამეს თქვენ და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე 12 საათიდან დილის 7 სათამდე?

 

ყველა ამ კითხვაზე დათა ახალაიამ პასუხი არ გასცა. მისი განმარტებით, ეს კითხვები ეხება მის სისხლის სამართლის საქმეს და ისეთ პასუხს არ გასცემს, რაც შესაძლოა შემგომში მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე მოწმის სახით დათა ახალაიაიკითხება. ძებნილი დათა ახალაიას დაკითხვა, დისტანციურად “სკაიპის” მეშვეობით მიმდინარეობს.

დაკითხვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე