ერისთავის ქუჩაზე, კიროვის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი ფართობი.
ხანძარი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ლამინატის საწყობში გაჩნდა.
ვიდეო პირველ არხს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, გიორგი ქაჯაიამ მიაწოდა