კირილ ბუდანოვი - რუსეთს სურს, უკრაინის წინააღმდეგ ომი 2026 წლის დასაწყისამდე თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ელოდებოდა
კირილ ბუდანოვი - რუსეთს სურს, უკრაინის წინააღმდეგ ომი 2026 წლის დასაწყისამდე თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ელოდებოდა

რუსეთს სურს, უკრაინის წინააღმდეგ ომი 2026 წლის დასაწყისამდე თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ელოდება და დადგება მობილიზაციის საჭიროება. ამის შესახებ უკრაინის დაზვევრის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა კიევში, „იალტის ევროპული სტარტეგიის“ ყოველწლიურ ფორუმზე განაცხადა.

„2025 წელი, 2026 წლის დასაწყისი მათთვის საკვანძოა. მათ სურთ, ეს ყველაფერი დაასრულონ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ ისინი ამ ომიდან გამარჯვებულები არ გამოვლენ, ისინი არა შორეულ მომავალში, რაც არის დაახლოებით 30 წლის ჰორიზონტი, არამედ ახლა კარგავენ შესაძლებლობას, რუსეთში ზესახელმწიფო დაინახანონ, რისკენაც მიისწრაფიან“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პროგნოზით, ქვეყანაში პრობლემები 2025 წლის ზაფხულში დაიწყება, რადგან გაერთიანდება ფინანსურ-ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორები.

„მათი პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლის ზაფხულის პერიოდში ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა გახდება ძალიან საგრძნობი მათი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა უკრაინის დაზვევრის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ასევე, მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო მწვავედ დგას არმიაში ხალხის ნაკლებობის საკითხი.

„ამ პერიოდში ისინი აღმოჩნდებიან დილემის წინაშე – ან გამოაცხადონ მობილიზაცია, ან რაიმე ხერხით შეამცირონ საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობა, რაც მათთვის, საბოლოოდ, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს“, – თქვა ბუდანოვმა.