თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციაა მობილიზებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძემ განუცხადა, უკვე მესამე დღეა, კინოთეატრებთან პოლიციელები მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ.
„ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კინოლოგთა და გამნაღმველთა სამსახურები. ამასთან, ადგილზე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. შსს ორგანიზატორებს და აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოხდა სამართალდარღვევა, პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – განაცხადა კახა ბუხრაძემ.
კინოთეატრთან ამ დროისთვის არ გამოჩენილან აქციის მონაწილეები, რომლებიც რამდენიმე დღეა, ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ.
კინოჩვენება დღეს 19:30 და 22:00 საათზე გაიმართება.