ქართველი კინოოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს.
ინფორმაციას „ჰოლივუდ რეპორტერი“ ავრცელებს. შველიძე იმ 842 ადამიანს შორის მოხვდა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს.
გიორგი შველიძესთან ერთად, აკადემიის ახალი წევრები გახდნენ ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი და სხვები.
ამასთან, ქართული ფილმის, „ნამეს“ ოპერატორმა, გიორგი შველიძემ 2019 წლის დასაწყისში ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდოც მიიღო. შველიძემ ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში, Spotlight Award.