რაგბი | გიორგი შველიძის გადამწყვეტი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (PRO D2) 29-ე ტური „ვანისა“ და „ბრივის“ შეხვედრით გაიხსნა. „ბრივმა“ მეტოქე სტუმრად 26:21 დაამარცხა.

„ბრივის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი შველიძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

გადამწყვეტი მატჩის 55-ე წუთი აღმოჩნდა. მასპინძლები „ბრივს“ 14:13 ამარცხებდნენ, როდესაც შველიძემ ლელოს დადება მოახერხა და თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრებმა ლელო შედეგიანად გარდასახეს, შემდეგ ორი ჯარიმაც გაიტანეს და საბოლოოდ მნიშვენლოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

შველიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა, მისმა გუნდმა კი ამ მოგების შემდეგ 71 ქულა დააგროვა, მეექვსე ადგილზე დაწინაურდა და TOP 14-ში გადასასვლელი პლეი ოფის ზონაშია.

ტურის სხვა შეხვედრები 10 მაისს გაიმართება.