კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 14 მოკლემეტრაჟიან ფილმს დააფინანსებს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 14 მოკლემეტრაჟიან ფილმს დააფინანსებს.
კინოცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსი დასრულებულია.
კომისიამ მონაწილე 46 პროექტიდან 14 საუკეთესო შეარჩია. საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაიზარდა საკონკურსო ფონდის ოდენობა და იგი 505 000 ლარით განისაზღვრა.
შერჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფილმების წარმოება უახლოეს მომავალში დაიწყება.
ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული მოკლემეტრაჟიანი ფილმებია:
1. „ამბავი დუმბაძეებისა“
2. „ცარიელი მაგიდა“
3. „მარქსის ქუჩა 12“
4. „კრიმანჭულის ქურდები“
5. „დევნილი“
6. „ღამის მორიგე“
7. „ცუდი ხალხი“
8. „ბავშვი“
9. „გადასასვლელი“
10. – ,,დამლაშებული პირსახოცები“
11. „ზაფხული“
12. „სასტუმრო მირაჟი“
13. „მეხდაკრული“
14. „უსაზღვროდ“