რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქი“ „ფიპრესის“ გრანპრი მოიპოვა
რატი ონელის ფილმმა „მზის ქალაქი“ „ფიპრესის“ გრანპრი მოიპოვა

რატი ონელის დოკუმენტურმა ფილმმა „მზის ქალაქი“ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ლისტოპად“ „ფიპრესის“ გრანპრი და ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ფილმი „მზის ქალაქი” ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ფილმის გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით, განსაკუთრებით, მანგანუმის შახტით.

ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.