ეროვნული კინოცენტრი ფილმ „შინდისის“ პირველ თრეილერს ავრცელებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მხატვრული ფილმის „შინდისის“ პირველ თრეილერს ავრცელებს.

ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმის იდეა „შინდისის“ პროდიუსერს, ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.

საბრძოლო სცენებისთვის მსახიობების 20-კაციანმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ორკვირიანი მომზადება გაიარა.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.

„შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმია.

ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.