კიმიხი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
კიმიხი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი 2017 წელს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
გამოკითხვაში, რომელიც გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ჩაატარა, კიმიხმა ხმების 45.3 პროცენტი მიიღო. მეორეზე გავიდა იულიან დრაქსლერი “პარი სენ-ჟერმენიდან” – 37.8 პროცენტი, მესამეზე – “ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (4.7 პროცენტი). სულ გამოკითხვაში 52761-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
2017 წელს, კიმიხი გერმანიის ნაკრების რიგებში კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გახდა, “ბაიერნთან” ერთად კი მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი.