ლიონელ მესი ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია
ლიონელ მესი ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ვებგვერდმა FootballCritic-მა განაახლა ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ყოველკვირეული რეიტინგი. პორტალი გამოთვლებისას იყენებს საკუთარ ალგორითმს, რომელიც აგებულია სტატისტიკური ანალიზისა და რედაქტორული აზრის კომბინაციაზე. სიის შედგენისას გამოიყენებოდა 50 ათასი მოთამაშის მონაცემთა ბაზა.

როგორც ირკვევა, დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა “ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი, ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება.

  1. ლიონელ მესი (ბარსელონა)
  2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  3. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი)
  4. ერლინ ჰალანდი (დორტმუნდი)
  5. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
  6. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი)
  7. ქარიმ ბენზემა (რეალი)
  8. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
  9. რომელუ ლუკაკუ (ინტერი)
  10. ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი)