მესი ვერ მოხვდა ფიფა 21-ის წლის გუნდში
მესი ვერ მოხვდა ფიფა 21-ის წლის გუნდში

კომპანია EA Sports-მა წარმოადგინა FIFA 21-ში წლის საუკეთესო ფეხბურთელთა გუნდი.

სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ:

მეკარე – მანუელ ნოიერი (ბაიერნი);

მცველები – ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), სერხიო რამოსი (რეალი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ალფონსო დევისი (ბაიერნი);

ნახევარმცველები – ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი);

ფორვარდები – კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი).

აღვნიშნავთ, რომ წლის გუნდში ვერ მოხვდა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი.

წლის ნაკრები შეადგინეს 185 ქვეყნის გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად.