ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა, მომდევნო კვირას რუსეთში ჩავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „იონჰაპი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამიტი, რომელიც სავარაუდოდ 24 აპრილს გაიმართება.
სამიტის შესახებ ინფორმაციას ჯერ არც ერთი მხარე არ ადასტურებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ კრემლში დაადასტურეს, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.