კიმ ჩენ ინი მსხვილ სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა
კიმ ჩენ ინი მსხვილ სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მსხვილ სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წვრთნებს გაეცნო და საომარი მზადყოფნის გაძლიერების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებს სააგენტო „როიტერი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის ვიზიტი სამხედრო ბაზაზე მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ორშაბათს რეგიონში ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. გასულ წელთან შეადრებით, წელს სწავლებაში ორჯერ მეტი სამხედრო პერსონალი მონაწილეობს.

როგორც კიმმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა დინამიკურად უნდა დაიწყონ საომარი მზადების გაძლიერების ახალი ეტაპი შექმნილი სიტუაციის მოთხოვნების შესაბამისად.

„ჩვენმა არმიამ სტაბილურად უნდა გაააქტიუროს სამხედრო წვრთნები, რომლებიც მიმართულია საბრძოლო შესაძლებლობების სწრაფი გაუმჯობესებისკენ, სრული საომარი მზადყოფნის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.