კიმ ჩენ ინი შესაძლოა, მომდევნო კვირას რუსეთში ჩავიდეს

15:04, 15.04.2019

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შესაძლოა, მომდევნო კვირას რუსეთში ჩავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „იონჰაპი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამიტი, რომელიც სავარაუდოდ 24 აპრილს გაიმართება.

სამიტის შესახებ ინფორმაციას ჯერ არც ერთი მხარე არ ადასტურებს, თუმცა რამდენიმე დღის წინ კრემლში დაადასტურეს, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი