კიევში სააკაშვილის დაანონსებული მარში გაიმართება
კიევში სააკაშვილის დაანონსებული მარში გაიმართება

კიევში დღეს საპროტესტო მარში გაიმართება, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სააკაშვილმა მომხრეებს განუცხადა, რომ მარშზე თავადაც გავიდოდა, თუმცა, რამდენიმე საათში ის ხელმეორედ დააკავეს. მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა რუსლან ჩორნოლუცკიმ სააკაშვილის მხარდამჭერებს წაუკითხა წერილი, რომელშიც ის მომხრეებს მოუწოდებს, დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ არის მითითებული, აქცია ადგილობრივი დროით 12:00 საათზე შევჩენკოს პარკში დაიწყება.