მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიევში - მოვლენათა ქრონოლოგია

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 10:00 საათზე დააკავეს.  უკრაინული მედიის ინფორმაციით,  დაკავება პოლიციის მოქმედი ჩინოსნის სახლში მოხდა, თუმცა, ამას  სააკაშვილის თანაგუნდელები არ ადასტურებენ და ამბობენ,  რომ ის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

იზოლატორთან, სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს,  მხარდამჭერებმა   შეკრება ღამითვე დაიწყეს.   ადგილზე გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. ასევე მობილიზებული იყო   სპეცრაზმი და  ნაციონალური გვარდია. მოხდა დაპირისპირებაც.