კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი, დაიჭრა
კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს. დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ერთი კი, დაიჭრა.
როგორც უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის პრესცენტრში აცხადებენ, „რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა დასახლება კრასნოგოროვკასთან ახლოს ყუმბარმტყორცნიდან გახსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედროების მისამართით“.
„შედეგად დაიჭრა ერთი სამხედრო მოსამსახურე. უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი ასევე გაუხსნეს ლუგანსკში მდებარე დასახლება პრიჩეპილოვკის სიახლოვეს. შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ამას გარდა, მებრძოლებმა პროვოკაციის მიზნით ცეცხლი გახსნეს დასახლება შუმისთანაც“, – ნათქვამია უკრაინის გაერთიანებული ძალების პრესცენტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 6 სექტემბერს უკრაინის ინიციატივით, მოიწვია სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა. ეს გადაწყვეტილება კიევში მას შემდეგ მიიღეს, რაც პრორუსმა მებრძოლების მეთაურმა დენის პუშილინმა დასახლებულ პუნქტ შუმისთან ცეცხლის გახსნი ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად, პუშილინმა უკრაინული მხარის მიერ ერთ-ერთი საინჟინრო ნაგებობის მშენებლობა დაასახელა, რაც მისის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაა.
საპასუხოდ, კიევში განაცხადეს, რომ თუ საოკუპაციო ძალები ცეცხლს გახსნიან, უკრაინელი ჯარისკაცები მათ შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევენ.