კიევის პოლიცია - ოქტომბრის კულტურის სასახლესთან მომიტინგეებთან შეტაკებისას 32 სამართალდამცველი დაშავდა
კიევის პოლიცია - ოქტომბრის კულტურის სასახლესთან მომიტინგეებთან შეტაკებისას 32 სამართალდამცველი დაშავდა

კიევის პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, ოქტომბრის კულტურის სასახლესთან მომიტინგეებთან შეტაკების დროს 32 სამართალდამცველი დაშავდა.
„დაზიანებები მიიღეს ეროვნული გვარდიის 15-მა მებრძოლმა და ასევე 17-მა პოლიციელმა. ისინი გაურკვეველი ნივთიერებით არიან მოწამლულები და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან. ზოგიერთ მათგანს სხეულის დაზიანებებიც აქვს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლის აღება შტურმით სცადეს. კულტურის სახლი ამ დროს წარმოდგენას მასპინძლობდა, მომიტინგეებს კი, წინააღმდეგობა ადგილზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა გაუწია. როგორც პოლიციის განცხადებიდან ირკვევა, მომიტინგეებმა სპეცრაზმელებს სპეციალური აღჭურვილობა წაართვეს.