არგენტინაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 170-მდე ადამიანი დაშავდა

10:59, 19.12.2017

არგენტინაში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 170-მდე ადამიანი დაშავდა. არეულობის დროს სამართალდამცველებმა 48 ადამიანი დააკავეს.

ბუენოს-აირესში, კონგრესის წინ დემონსტრაცია არეულობაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

არეულობის დროს არგენტინის კონგრესში საპენსიო რეფორმის საკითხზე მსჯელობდნენ. გასულ კვირას კონგრესის ქვედა პალატამ დაგეგმილი კენჭისყრა გადადო. არგენტინის ხლეისუფლება აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ცვლილებები საპენსიო ასაკის გაზრდასა და პენსიის შემცირებას ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

მსგავსი