კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგებას უახლოეს საათებში აღუდგენენ
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგებას უახლოეს საათებში აღუდგენენ

კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგებას უახლოეს საათებში აღუდგენენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ, დენი ეტაპობრივად უკვე მოსახლეობასაც აღუდგება.

დედაქალაქის მასშტაბით მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მოსახლეობას შეუძლია გასათბობად, საკვებად და ტელეფონების დასამუხტად მივიდნენ.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, ელექტროენერგია აღარ მიეწოდება ქვეყნის არც ერთ ატომურ ელექტროსადგურს, თბოელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობას.