კიევში ასაფეთქებელი მოწყობილობა ექვსიდან არცერთ მეტროსადგურში არ აღმოჩნდა. ექვსივე მეტროსადგურში მუშაობა უკვე განახლდა. ამის შესახებ კიევის მეტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.
„სადგურები შემოწმდა. არ აღმოჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება. მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა“, – წერია განცხადებაში.
„უნივერსიტეტის“, „თეატრალურის“, „ხრეშატიკის“, „დამოუკიდებლობის მოედნის“, „ლევ ტოლსტოის“ და „ზალატიე ვაროტას“ მეტროსადგურები პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დახურა. სამართალდამცველებმა ევაკუაცია მოახდინეს.