კიევში მეტრომ მუშაობა შეაჩერა და ახლა ის ადამიანებისთვის თავშესაფრად გამოიყენება

13:06, 26.02.2022

კიევში მეტრომ მუშაობა შეაჩერა და ახლა ის ადამიანებისთვის თავშესაფრად გამოიყენება. ინფორმაციას ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

„მეტრო თავშესაფრის რეჟიმზე გადავიდა და ის ტრასპორტირებას წყვეტს“,- წერს ქალაქის მერი.

ქალაქის მერი კიევის მაცხოვრებელებს მოუწოდებს, თავი შეიკავო სახლიდან გასვლისგან.

მისი თქმით, სახლის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, თუ თავშესაფარში გადასვლის ბრძანება გაიცემა.

მსგავსი