კიევის მეტროსადგურებში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

16:42, 18.02.2018

კიევში ასაფეთქებელი მოწყობილობა ექვსიდან არცერთ მეტროსადგურში არ აღმოჩნდა. ექვსივე მეტროსადგურში მუშაობა უკვე განახლდა. ამის შესახებ კიევის მეტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

„სადგურები შემოწმდა. არ აღმოჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება. მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა“, – წერია განცხადებაში.

„უნივერსიტეტის“, „თეატრალურის“, „ხრეშატიკის“, „დამოუკიდებლობის მოედნის“, „ლევ ტოლსტოის“ და „ზალატიე ვაროტასმეტროსადგურები პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დახურა. სამართალდამცველებმა ევაკუაცია მოახდინეს.

მსგავსი