ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევის თბოელექტროსადგურთან ხუთი აფეთქება მოხდა
კიევის თბოელექტროსადგურთან ხუთი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„კიევის თბოელექტროსადგურთან 3-5 წუთის ინტერვალით ხუთი აფეთქება მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები გზაში არიან. დეტალებს ვარკვევთ“, – განაცხადა კლიჩკომ.
მედიის ცნობით, თბოელექტროსადგური მუშაობს ნორმალურ რეჟიმში.
კიევის თბოელექტროსადგური მდებარეობს დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში.