ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევის თბოელექტროსადგურთან ხუთი აფეთქება მოხდა

23:34, 25.02.2022

კიევის თბოელექტროსადგურთან ხუთი აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„კიევის თბოელექტროსადგურთან 3-5 წუთის ინტერვალით ხუთი აფეთქება მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები გზაში არიან. დეტალებს ვარკვევთ“, – განაცხადა კლიჩკომ.

მედიის ცნობით, თბოელექტროსადგური მუშაობს ნორმალურ რეჟიმში.

კიევის თბოელექტროსადგური მდებარეობს დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გარეუბანში, დესნიანსკის რაიონში.

მსგავსი