კიევის პოლიცია ექვსი მეტროსადგურის დანაღმვის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. ამის გამო, „უნივერსიტეტის“, „თეატრალურის“, „ხრეშატიკის“, „დამოუკიდებლობის მოედნის“, „ლევ ტოლსტოის“ და „ზალატიე ვაროტას“ სადგურები დახურულია. აღნიშნული მეტროსადგურებიდან მოქალაქეები გაიყვანეს.
როდემდე შენარჩუნდება შეზღუდვა, ჯერ უცნობია. პოლიციაში ამბობენ, რომ ადგილზე უკვე იმყოფებიან გამნაღმველები და კინოლოგები.
კიევში დღეს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ამის მიზეზი დაახლოებით ათი აქციაა, რომელიც დღეს უკრაინის დედაქალაქში არის დაგეგმილი.