კიევი რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს მიმართავს
კიევი რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს მიმართავს. შესაბამისი განცხადება უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
პოროშენკოს განმარტებით, მისი განკარგულებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სასამართლო ორგანოში შესაბამისი თხოვნა უკვე გაგზავნა.
„რუსეთი ადამიანის უფლებებთან მიმართებაში ცინიკურ უპატივცემულობის დემონსტრირებას კვლავ განაგრძობს. ამის მტკიცებულება კი, უკრაინელი მეზღვაურების წინააღმდეგ წამოგორებული სასამართლო პროცესია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიევში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალი უკვე რამდენიმე კვირაში რუსეთს უკრაინელი მეზღვაურების და გემების გათავისუფლებას დაავალებს.
2018 წლის 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.