საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება დაევალა
საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება დაევალა

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები უნდა გაათავისუფლოს, გემები კი უკრაინას დაუბრუნოს. ამის შესახებ სასამართლო ორგანოს ხელმძღვანელმა, ჩინ ჰიუნ პაიკმა განაცხადა.

ინფორმაცია თავად საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს. რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს.

უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისთვის რამდენიმე კვირის წინ მიმართა.