იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ მწვრთნელების შესახებ ისაუბრა.
„პეპ გვარდიოლას დაცვა იტალიაში მუშაობის შემთხვევაში ბევრად უფრო ფრთხილი იქნებოდა. ამ ასპექტში მას და მის კოლეგებს შორის განსხვავება საგრძნობია. ესპანელს დიდი უპირატესობა გააჩნია. რაც შეეხება მოურინიოს, მისმა ქარიზმამ ჩვენს სპორტში გავლენა იქონია. მიყვარს, როდესაც ემოციებს გამოხატავენ, მაგრამ როგორც მოწინააღმდეგეს მე მას ვერ ვიტანდი. სუფთა სპორტული თვალსაზრისით დიდ პატივს ვცემ. მე წყენა არ დამიტოვებია, ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ბოლო ორი წლის ფენომენი მწვრთნელი კი იურგენ კლოპია“, – დაასრულა კიელინიმ.