ჯორჯო კიელინი „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს #1TVSPORT
ჯორჯო კიელინი „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს #1TVSPORT

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბმა „ლოს ანჯელესმა“ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა „იუვენტუსის“ ყოფილი მცველის ჯორჯო კიელინის ტრანსფერის შესახებ.

37 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

„ლოს ანჯელესი“ ოფიციალურად კიელინის ოთხშაბათს წარადგენს.

კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობდა, მაგრამ გასული სეზონის შემდეგ გადაწყდა მხარეებს შორის არ გაგრძელებულიყო კონტრაქტი.