ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა - ჰალანდი და ბენზემა სათადარიგოები არიან #1TVSPORT
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა - ჰალანდი და ბენზემა სათადარიგოები არიან #1TVSPORT

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა 2021 წლის ევროპის სიმბოლური ნაკრები. გუნდში მხოლოდ ევროპელი მოთამაშეები არიან წარმოდგენილნი.

მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი/პსჟ, იტალია);

მცველები – ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი (ორივე – იუვენტუსი, იტალია), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ესპანეთი);

ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია);

ფორვარდები – კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი/მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია).

სათადარიგოები – მანუელ ნოიერი (ბაიერნი, გერმანია), ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი, ნორვეგია), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი, გერმანია), ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), ბრუნო ფერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია), თომას მიულერი (ბაიერნი, გერმანია).

მწვრთნელი – თომას ტუხელი (ჩელსი).

დატოვე კომენტარი