კიელინიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა #1TVSPORT
კიელინიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ჯორჯო კიელინიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეხბურთელის კარიერას ასრულებს:

„ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და ამაღელვებელი თავგადასავალი. შენ კი ჩემთვის ყველაფერი იყავი. შენთან ერთად გავიარე უნიკალური და დაუვიწყარი პერიოდი. თუმცა ახლა დადგა დრო, როცა ახალი თავი უნდა გადაიშალოს და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ფურცლები შეივსოს“, – წერს კიელინი.

კიელინი, პირველ რიგში, „იუვენტუსთან“ ასოცირდება, სადაც 2005 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა. იტალიის ნაკრების ფეხბურთელი იცავდა „ფიორენტინას“, „რომას“, „ლივორნოსა“ და „ლოს ანჯელესის“ ღირსებას.

იტალიის ნაკრებში ჯორჯო კიელინიმ 117 მატჩი ჩაატარა და 2020 წელს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.