გარეტ ბეილმა „ლოს ანჯელესში“ გადასვლა დაადასტურა - უელსელი კიელინის თანაგუნდელი გახდება #1TVSPORT
გარეტ ბეილმა „ლოს ანჯელესში“ გადასვლა დაადასტურა - უელსელი კიელინის თანაგუნდელი გახდება #1TVSPORT

უელსელმა გარემარბმა გარეტ ბეილმა დაადასტურა „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბ „ლოს ანჯელესში“ გადასვლა.

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ამერიკული კლუბის ქუდითა და მაისურით პოზირებს. ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ 32 წლის ბეილი „ლოს ანჯელესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.

„მალე შევხვდებით ლოს ანჯელესში“, – დაწერა ბეილმა თავის „ტვიტერში“.

„ლოს ანჯელესში“ ბეილი ჯორჯო კიელინის თანაგუნდელი გახდება. ახალ გუნდში დებიუტი მათ 8 ივლისს შეეძლებათ – ამ დღეს „ლოს ანჯელესი“ „ლოს ანჯელეს გელაქსის“ შეხვდება.