„პარი სენ-ჟერმენმა“ შეიძლება ტექნიკურ დირექტორად პაოლო მალდინი აიყვანოს #1TVSPORT
UDINE, ITALY - MARCH 18: Paolo Maldini, Technical Director of AC Milan, looks on prior to the Serie A match between Udinese Calcio and AC Milan at Dacia Arena on March 18, 2023 in Udine, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)
ლეგენდარული იტალიელი მცველი პაოლო მალდინი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ წავიდეს სამუშაოდ.
გაზეთ Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „მილანის“ ყოფილი ტექნიკური დირექტორი ანალოგიურ პოსტს დაიკავებს პარიზულ კლუბში. მალდინი დაინტერესებულია ამ ვარიანტით, მაგრამ საფრანგეთში გადავა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პსჟ-ის ხელმძღვანელობა გამოეთხოვება სპორტულ საკითხებში მრჩეველს, ლუიშ კამპუშს.
გარდა ამისა, მალდინის აქვს ვარიანტი, გახდეს იტალიის ნაკრებში დელეგაციის ხელმძღვანელი – ეს ვაკანსია ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. ეს პოსტი ასევე შეიძლება დაიკავონ ჯანლუიჯი ბუფონმა, ჯორჯო კიელინიმ ან გაბრიელე ორიალიმ.