37 წლის კიელინიმ „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
37 წლის კიელინიმ „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ 2021-22 წლების სეზონის შემდეგ ტურინული კლუბიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

„ბოლო 10 წელი შესანიშნავი იყო, და, ახლა, ბიჭებმა უნდა გააგრძელონ დაწყებული საქმე. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო და იმედია, ჩემს შემდეგ რაღაცას ვტოვებ. ორშაბათს გამოვეთხოვები სტადიონს. შემდეგ კი, თუ ძალები დამრჩება, ბოლოჯერ ვითამაშებ ფლორენციაში.

ეს 100 პროცენტით ჩემო არჩევანია და მოხარული ვარ, რომ ასეთ მაღალ დონეზე მყოფი მივდივარ. მრავალი წლის განმავლობაში ვამბობდი, რომ არ მინდა იმ დროს დამთავრება, როცა ძველ დონეზე თამაშის ძალა აღარ მექნება. მე სრულად დავიხარჯე და მალე „იუვენტუსის“ უერთგულესი ფანი გავხდები. კლუბში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია ეს გრძნობები გაქრეს“, – მოჰყავს კიელინის სიტყვები გამოცემა Football Italia-ს.

კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წელს „ფიორენტინადან“ გადავიდა. მას შემდეგ ცხრაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ხუთ-ხუთჯერ მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი.

უფრო ადრე 37 წლის კიელინიმ დააანონსა თავისი ბოლო მატჩი იტალიის ნაკრებში. ეს იქნება 1 ივნისს შეხვედრა იტალიასა და არგენტინას შორის.