Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის კლუბში მიწვევას განიხილავს #1TVSPORT
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის კლუბში მიწვევას განიხილავს #1TVSPORT

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის ზაფხულში კლუბის მენეჯმენტში ახალი კადრების მიყვანა სურს. იგი იტალიური ფეხბურთის გრანდში ჯორჯო კიელინის დაბრუნებას განიხილავს.

ჯუნტოლის ასისტენტი ჯოვანი მანა „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორობას უახლოვდება, ფედერიკო ჩერუბინი კი „პარმასკენ“ მიეშურება. დიდი ალბათობით, კონტრაქტი არც მაურო პედერძოლის გაუხანგრძლივდება. შესაბამისად, კლუბში ახალი კადრების გამოჩენაა მოსალოდნელი.

39 წლის კიელინიმ საფეხბურთო კარიერა იანვარში დაასრულა, ახლა კი „ლოს ანჯელესში“ ფეხბურთელების განვითარების მწვრთნელად მუშაობს.

წყაროს ვარაუდით, ჯორჯო „იუვენტუსში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა, ოღონდ არა სკაუტინგისა და სატრანსფერო დეპარტამენტში, არამედ ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში.

იტალიელი ფეხბურთელი „იუვენტუსისთვის“ ლეგენდარული ფიგურაა. ის გუნდის ღირსებას 2005-2022 წლებში იცავდა და 20 ტიტულის მოგება მოახერხა.