ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ბრესტი“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ბრესტი“ დაამარცხა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგულ „ბრესტს“ დაუპირისპირდა და 1:0 სძლია.

საკონტროლო მატჩი, ისევე როგორც ალბანურ „ეგნატიასთან“, კასტელ დი სანგროს „სტადი პატინიზე“ გაიმართა. ანტონიო კონტეს გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო.

ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა. ფლანგიდან პასკუალე მაცოკის გადაცემა საჯარიმოში ჯაკომო რასპადორიმ მიიღო და ახლოდან ფრანგული კლუბის მეკარეს აუღებელი დაურტყა. შესვენების შემდეგ ხვიჩა ჩედირამ შეცვალა.

„ნაპოლი“ ბოლო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს ესპანური კლუბის, „ხირონას“ წინააღმდეგ გამართავს, სეზონს კი 10 აგვისტოს კოპა იტალიაზე „მოდენასთან“ მატჩით გახსნის, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.