ხვალ ქალაქ დუშეთს, წითელსოფელს, ჭოპორტს, ბულაჩაურს, ჟინვალსა და რამდენიმე დასახლებას დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება
ვლადიკავკაზი-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე ბუნებრივი გაზის გაჟონვა დაფიქსირდა. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, მილსადენზე სარემონტო სამუშაო განხორციელდება.
შესაბამისად, ხვალ, 16 იანვარს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქუბრიაანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურს და მასზე დაერთებულ დასახლებებს: ქალაქ დუშეთს, ლაშარის ჯვარს, წითელსოფელს, ჭოპორტს, ახატანს, აბანოსხევს, ბულაჩაურს, ქუბრიაანთკარს, ბოდორნას, ვარშინაათკარს, პირმისიანთკარს, ბაზალეთს, ჩანადირებს, არაგვისპირს, ბიჩნიგაურებს, ჟინვალს, ქვემო არანისსა და მჭადიჯვარს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება აბონენტებისთვის 14:00 საათის შემდეგ აღდგება.