ხვალ გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
ხვალ გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

ხვალ, 22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსურველებს შესაბამის კლინიკებს შეუძლიათ, 11:00-დან 18:00 საათამდე მიმართონ.

ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებელი ექნება, სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შემდეგ კლინიკებში:

თბილისი – სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)

ბათუმი – ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:

შპს “საოჯახო მედიცინის ცენტრი” (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30)

შპს “ბათუმის N1 პოლიკლინიკა” (მის: ტბელ აბუსერიძის  ქ.N2)

შპს “თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი” (მის: ტბეთის ქ.N 4)

“ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი” (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)

“მე -4 პოლიკლინიკა” (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)

“მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი” (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)

ქუთაისი –  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2).