ხათუნა ზახაშვილი - სახელმწიფომ  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა შეისყიდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებსაც უკვე შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის პუნქტებს და აიცრან
ხათუნა ზახაშვილი - სახელმწიფომ  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა შეისყიდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომლებსაც უკვე შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის პუნქტებს და აიცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ოთხ ვალენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა შეისყიდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მისივე განმარტებით, მათ ეს ვაქცინა წელსაც, ტრადიციულად მიეწოდებათ უფასოდ.

„ეს ჯგუფებია: ორსულები, დიალიზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშო ბაღის აღმზრდელები, დიაბეტით დაავადებულები, ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზემოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამცრელ პუნქტს მიმართავს. ყველა ამ კატეგორიისთვის დღეიდან უკვე შესაძლებელია, მიმართონ ვაქცინაციის პუნქტებს და ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია. ამცრელი პუნქტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო არის ოქტომბერი.

თუმცა, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, აცრა არასდროს არის გვიან და შემდეგ თვეებშიც შესაძლებელია ვაქცინის გაკეთება,  ვიდრე გრიპის აქტიური ცირკულაციის სეზონი ფიქსირდება.

„გრიპის ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ პოლიკლინიკაში, რომელიც ჩვეულებრივ, სტანდარტულად ატარებს უმუნიზაციას. ხშირ შემთხვევაში ეს განსხვავდება კოვიდვაქცინაციის ცენტრებისგან. ვიმედოვნებთ, რომ რაიმე სპეციფიური რიგებისგან დაცული იქნება სისტემა და შევძლებთ იმუნიზაციას ისე, რომ ზედმეტი საფრთხეები და დისკომფორტი არ შევუქმნათ მოსახლეობას. ზოგიერთი ამცრელი პუნქტი მუშაობს შაბათს ან კვირას“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

დატოვე კომენტარი