ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
სოფელ დიოკნისში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
პირველადი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.