ხულოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ხულოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხულოში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ღორჯომში მოხდა.

„უაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც საზაფხულო იალაღებიდან მოდიოდა, ხრამში გადაიჩეხა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოხუცი და მცირეწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო ბრიგადა იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.