ხულოში, სოფელ ხიხაძირში 45 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
მკვლელობა სოფელ ხიხაძირში გუშინ მოხდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა მკვლელობის მიზეზი. შსს დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.