ხულოში მკვლელობა მოხდა

22:53, 25.06.2019

ხულოში, სოფელ ხიხაძირში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 45 წლის მამაკაცი.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდო დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი